საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი / ემსა თსუ

მედიცინის ფაკულტეტზე  2021 წელს გაჩნდა იდეა ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის წევრი საფაკულტეტო ორგანიზაციის ჩამოყალიბების EMSA TSU -ს სახით. სტუდენტების ამ ინიციატივას მიესალმა და მხარი დაუჭირა მედიცინის ფაკულტეტის დეკანატმა.  2021წლის 23 მარტს ემსა თსუ ოფიციალურად გაწევრიანდა, როგორც ფაკულტეტი წევრი ორგანიზაცია ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციაში.

 

 

ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია / ე მ ს ა

ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ჩამოყალიბების იდეა გაჩნდა 1990 წელს ბრიუსელში  ჩატარებულ სიმპოზიუმზე, რომელსაც ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან წარმოდგენილი სტუდენტები ესწრებოდნენ.

ემსა დღესდღეობით აერთიანებს 30 ქვეყნის საფაკულტეტო ორგანიზაციას. ამასთან ერთად ემსა აქტიურად თანამშრომლობს ევროპის გარეთ არსებობულ მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან. ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია, როგორც ხიდი მთელი ევროპის მედიკოს სტუდენტთა შორის, ცდილობს სამედიცინო განათლების მიმართულებაში, სამედიცინო ეთიკის სფეროში, მედიცინის სამეცნიერო სამყაროში და ევროპის ინტეგრაციის მიმართულებაში არსებული ცოდნა გაავრცელოს ევროპის მასშტაბით და ამით თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში.

 

 

ემსა-ს  მიზნები:

  • ევროპის მედიკოს სტუდენტთა გაერთიანება, და მედიცინის სფეროში ევროპული ერთობის შეგრძნების დანერგვა;
  • მთელი ევროპის მედიკოს სტუდენტების შეხედულებებისა გახმოვანება;
  • შეასრულოს ევროპის მთელი მასშტაბით ფორუმის ფუნქცია სტუდენტებისთვის, რათა მოხდეს ერთობლივი განხილვა იმ საკითხებისა, რომელიც ეხება სამედიცინო ეთიკას, სამედიცინო მეცნიერებას, სამედიცინო განათლებასა და ევროპაში ინტეგრაციას;
  • გაავრცელოს უმაღლესი სამედიცინო განათლების სტანდარტები მთელი ევროპის მასშტაბით და იზრუნოს ჯანდაცვის სფეროს განვითარებაზე ევროპაში;
  • ევროპის მედიკოსი სტუდენტებისა და გარშემო მყოფი საზოგადოების ჩართვით მოაწყოს სხვადასხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ღიონისძიება, განახორციელოს ამ პროფილის პროექტები.
  • უზრუნველყოს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა ასოციაციის წევრებისთვის და ამის შესაბამისად მოაწყოს საერთო შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიება;
  • ითანამშრომლოს სხვა სტუდენტურ ორგანიზაციასთან და სხვა ევროპის სამედიცინო პროფილის ორგანიზაციებთან და იყოს ევროპის მედიკოს სტუდენტთა წარმომადგენელი მათთან.

 

 

ემსა თსუ-ს  მიზნები:

  • ევროპის ყველა ქვეყნის მედიცინის სტუდენტებს შორის ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და შეხვედრების მხარდაჭერა და განვითარება.
  • ლექციების, ტრენინგებს, პროექტებისა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება
  • მედიცინის სტუდენტის სასარგებლოდ, ითანამშრომლოს სხვა სამედიცინო ასოციაციებთან საქართველოში;
  • შექმნას გარემო წევრებს შორის ინფორმაციის მიმოცვლისათვის;
  • მედიცინის (მედიცინა, სტომატოლოგია,  საზოგადოებრივი ჯანდაცვა) სფეროში სამეცნიერო-კვლევით, სასწავლო-საგანმანათლებლო, საქველმოქმედო, სპორტული და სტუდენტური ცხოვრებისათვის საინტერესო სხვა სფეროებში სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა;